ევროკავშირის მხარდაჭერით 2022 წლის 17 ნოემბერს სოციალური მეწარმეობის ფორუმი გაიმართა. სოციალურ საწარმოთა ალიანსის ორგანიზებით ღონისძიება წელს მეთერთმეტედ Pullman Axis Towers-ში ჩატარდა.
ღონისძიების პირველი ნაწილი მიმდინარე წლის შეჯამებას დაეთმო. სოციალურმა მეწარმეებმა და სექტორში მომუშავე საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა გამოწვევები და მიღწევები შეაჯამეს.
ტრადიციულად, ფორუმის დასკვნითი ნაწილი წლის სოციალური საწარმოს გამოვლენა იყო. 7-წევრიანი ჟიურის გადაწყვეტილებით ნომინაციის ფინალში წელს სოციალური საწარმოები: ,,დედიკო" , ,,ლიდერი" და ,,ტენე" იყვნენ. წლის სოციალური საწარმო 2022-ის ტიტული ,,ტენემ" მიიღო. გამარჯვებული ღონისძიებაზე ფარული კენჭისყრის გზით გამოვლინდა.
სოციალური მეწარმეობის მე-11 ფორუმის ვერცხლის სპონსორები იყვნენ:
ფორუმის მუდმივი მხარდამჭერი:
ფორუმის ასევე მხარს უჭერდნენ:
მედია მხარდამჭერი:
სოციალური მეწარმეობის ფორუმი გაიმართა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: სოციალურ საწარმოთა ალიანსი (SEA), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია (GCDA), საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი (DDUG), ევროპული ვენჩურული ფილანტროპიის ასოციაცია (EVPA), ახალგაზრდობის სააგენტო.