2022 სოციალურ საწარმოთა ალიანსისთვის მნიშნველოვანი მოვლენებით დატვირთული წელი იყო. ეკოსისტემის განვითარებისთვის ალიანსმა:
• გასული წლის სექტემბერში გახსნა პირველი მაღაზია/შოურუმი, რომელიც საქართველოში მოქმედი სოციალური საწარმოების პროდუქციას ერთ სივრცეში აერთიანებს.
მაღაზია/შოურუმი ,,ესკი“ გაიხსნა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ,,სოციალური მეწარმეობა მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ფარგლებში.
,,ესკის“ გახსნას ფინანსურად მხარი დაუჭირა თბილისის მერიამ, ბრენდინგზე კი იმუშავა კრეატიულმა სააგენტო სააჩი & სააჩიმ. სივრცე ქალაქ თბილისში, ნატო ვაჩნაძის 7-ში მდებარეობს, ყოველდღიურად მასპინძლობს ქართველ თუ უცხოელ ვიზიტორებს და საქართველოში მოქმედი სოციალური საწარმოების შესახებ ვრცელ ინფორმაციას აწვდის.
,,ესკი", ერთი მხრივ, ეკონომიკურად აძლიერებს სოციალურ მეწარმეებს და მეორე მხრივ, ზრდის ცნობიერებას სოციალურ მეწარმეობაზე საზოგადოებაში.
• სოციალური მეწარმეების ეკონომიკურ გაძლიერებას ემსახურება გამოფენა-გაყიდვებიც.
ამ მიზნით, მთელი წლის განმავლობაში, ალიანსი მონაწილეობს ან თავად აორგანიზებს გამოფენა-გაყიდვებს:
1. საგაზაფხულო გამოფენა-გაყიდვა სითი მოლში
2. სთოლი - თბილისური ბაზარი
3. B2B ღონისძიება
4. გამოფენა-გაყიდვა ბრიტანულ სკოლაში
5. საახალწლო გამოფენა-გაყიდვა ფაბრიკაში
6. საახალწლო გამოფენა-გაყიდვა ორბელიანის მოედანზე
• 2022 წლის ნოემბერში სოციალურ საწარმოთა ალიანსმა ტრადიციულ ღონისძიებას, სოციალური მეწარმეობის რიგით მე-11 ფორუმს, უმასპინძლა. ღონისძიების პირველი ნაწილი სოციალურ მეწარმეობაში მიმდინარე სიახლეების, გამოწვევებისა და მიღწევების განხილვას დაეთმო. მეორე ნაწილში კი გამოვლინდა წლის სოციალური საწარმო. ტიტულის მფლობელი სოციალური საწარმო ,,ტენე“ გახდა.
ღონისძიება სოციალურ მეწარმეებს საშუალებას აძლევს უკეთ გაიცნონ ერთმანეთი და სოციალური მეწარმეობის მხარდამჭერი ორგანიზაციები.
• 1. ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და CSRDG-ის ლიდერობით სოციალურ საწარმოთა ალიანსი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს პროექტს ,,სოციალური მეწარმეობა მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის”
პროექტი 2021 წლის მარტში დაიწყო და 2024 წლის თებერვლამდე გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც ალიანსმა არაერთი აქტივობა თუ ღონისძიება განახორციელა
2.საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად SEA-მ განახორციელა პროექტი ,,სოციალური მეწარმეები ტურიზმისთვის“, რომელიც მხარდაჭერილი იყო ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და განხორციელდა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად.
პროქტი მიზნად ისახავდა სოციალური საწარმოების ტურისტული პოტენციალის შესწავლასა და ათვისებას.
• სოციალური მეწარმეობის განვითარებისთვის და საზოგადოების მხრიდან კონცეფციის სწორად აღქმისთვის მნიშნველოვანი როლი უჭირავს ტრადიციულ მედიას.
2022 წელს რადიო ფორტუნას 28 ეთერი დაეთმო სოციალური საწარმოების გაშუქებას.
ამავე წელს მოეწყო მედია ტური ჟურნალისტებისთვის სოციალურ საწარმო ,,იკორთაში" და ,,ესკიში"
რუსთავი 2-ის სიუჟეტი ; TV ფორმულას სიუჟეტი
• 10000 ახალი გამომწერი სოციალურ ქსელში და 2000-ზე მეტი მომხმარებელი ჩვენს სივრცეში ნიშნავს, რომ დღეს უფრო მეტმა ადამიანმა იცის სოციალურ მეწარმეობაზე, ვიდრე აქამდე, ალიანსის ერთ-ერთი ძირეული მიზანი სწორედ ესაა, ყველგან, ყოველთვის და ყველასთან უსაუბროს სოციალურ მეწარმეობაზე
• ცნობადობის გაზრდასა და ინფორმაციის გავრცელებას ემსახურება აქვემოთ მოცემული კატალოგებიც.
1. კატალოგში თავმოყრილია ყველა მოქმედი სოციალური საწარმო, მათი სოციალური მისიები და საქმიანობა.
2. ორენოვანი კატალოგი აერთიანებს ტურისტული პოტენციალის მქონე სოციალურ საწარმოებს და ერთგვარი გზამკვლევია სოციალურად პასუხისმგებლიანი ტურიზმით დაინტერესებული ადამიანებისთვის.