სოციალურ საწარმოთა ალიანსის მიერ გახსნილი მაღაზია/შოურუმი ,,ესკი" ტენეს პლასტმასის ჩაბარების პუნქტი გახდა. ,,ესკი" ტენეს ინიციატივას სიმბოლურად 22 აპრილს, დედამიწის დღეს, შეუერთდა.
ტენე მწვანე სოციალური საწარმოა და გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლა აქვს მიზნად დასახული. მიზნის მისაღწევად სოციალური საწარმო აგროვებს პლასტმასას და მეორე სიცოცხლეს USB კაბელების სახით აძლევს.
აღსანიშნავია ისიც, რომ მომხმარებლებს პლასტმასას ჩაბარების სანაცვლოდ ერიცხებათ ლოიალობის ქულები ონლაინ პლატფორმაზე www.ginventor.ge