საქართველოს სოციალურ
საწარმოთა ალიანსი


გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციების პირველი საერთაშორისო კონფერენცია

გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციების პირველი საერთაშორისო კონფერენცია

03 ივლ

28 და 29 ივნისს, ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის, აქციოს და ევროპის ვენჩურული ფილანთროპიის ასოციაციის მასპინძლობით საქართველოში გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციების პირველ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.
ორღდიანი კონფერენციის ერთ-ერთ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა სოციალურ საწარმოთა ალიანსიც(SEA). სხვადასხვა სექტორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, Social Concept Store ESKI-ს მაგალითზე SEA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე კუსიანმა ისაუბრა.

ღონისძიებაზე SEA-ს მიერ გახსნილი, სოციალური კონცეფციის მაღაზია/შოურუმის, ესკის სტენდი იყო წარმოდგენილი და მოსულ სტუმრებს, მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან, სოციალური მეწარმეების პროდუქციასა და მათ სოციალურ მისიებს აცნობდა.

ესკის სტენდმა 10-მდე სოციალური საწარმოს პროდუქცია გააერთიანა:

  • პოტერია
  • დედიკო
  • დადარი
  • კოდალა
  • My Sisters
  • 7R

კონფერენციაზე ცალკეულად წარმოდგენილი იყო შემდეგი სოციალური საწარმოები:

  • ეთნოდიზაინი
  • ტენე
  • იკორთა
  • ისტორიალი
  • ბაბალე

კონფერენციის დასრულების შემდეგ, დელეგაციის ნაწილი SEA-ს მიერ გახსნილ, სოციალური კონცეფციის მაღაზია-შოურუმ ,,ესკის" ესტუმრა და ადგილზე 25-ზე მეტი სოციალური საწარმოს 350-ზე მეტი დასახელების პროდუქციას გაეცნო.