საქართველოს სოციალურ
საწარმოთა ალიანსი



ჰანგი

ტრადიციული რეწვა

ჰანგი

სოციალური საწარმოს შესახებ

ინვალიდთა ინტეგრაციისა და ხელოვნების განვითარების ასოციაციის „ჰანგი“ ბაზაზე სოციალური სამკერვალო საწარმო „ჰანგი“ შეიქმნა 2016 წლის ნოემბერში საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ გამოცხადებული „იდეების კონკურსი“ -   სოციალური საწარმოს დაფუძნების მსურველთათვის პროექტის ფარგლებში. სოციალური საწარმოს ფუნქციონირებს, როგორც გადმზადება-დასაქმების ცენტრი. ჩვენადგილზე ვახდენთ ჩვენი ბენეფიციარების გადამზადება-დასაქმებას. ჩვენი ბენეფიციარები არიან შშმ და სოციალურად დაუცველი პირები

სოციალური საწარმოს მისია

სოციალური საწარმოს მისიაა: სამეგრელოს რეგიონში სოციალური მეწარმეობის განვითარებითა და პროფესიონალების ჩართულობით შრომით ბაზარზე ნაკლებად კონკურენტუნარიანი შშმ პირების გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება და დასაქმება. რითაც ხელი  შეეწყობა ბენეფიციართა თვითრეალიზაციას და საზოგადოებაში ინტეგრაციას, გაუმჯობესდება მათი ფსიქო-სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, ხელი შეეწყობა ადგილობრივ წარმოებას, რაც თავის მხრივ პოზიტიურ გავლენას მოახდენს შშმ პირთა შესაძლებლობების წარმოდგენაზე საზოგადოებაში.

სოციალური საწარმოს მიზანი

სოციალური საწარმოს განვითარებით ხელი შევუწყოთ შშმ და სოციალურად დაუცველ პირთა გადამზადება-დასაქმებას, მათ ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას, რესოციალიზაციას და სოციალ-ეკონომუკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

სოციალური საწარმოს პროდუქცია/სერვისი

პროდუქცია:

  • ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელი;
  • საზეიმო და სარიტუალო სამოსი;
  • საბავშვო ტანსაცმელი-აქსესუარი;
  • მძიმე და მსუბუქი მრეწველობისთვის სპეც-ტანსაცმელი;
  • სარესტორნო, სასტუმრო და სამედიცინო ქსელებისთვის უნიფორმები და აქსესუარები;
  • სასკოლო ფორმები;
  • მაისურები;

მომსახურება:

  • შოლკოგრაფიული მომსახურება (მაისურებზე, უნიფორმებზე, სპეცტანსაცმელზე წარწერების გაკეთება, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გამოსახვა, ორგანიზაციების-კომპანიების მაიდენტიფიცირებელი ნიშნების გამოსახვა);
  • ქსოვილის, კეპების თერმული გაფორმება (მაისურებზე, კეპებზე, უნიფორმებზე, სპეცტანსაცმელზე წარწერების გაკეთება, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გამოსახვა, ორგანიზაციების-კომპანიების მაიდენტიფიცირებელი ნიშნების თერმული გამოსახვა);
  • ქალის, მამაკაცის, ბავშიც ტანსაცმელზე, მაისურებზე, კეპებზე, უნიფორმებზე, სპეცტანსაცმელზე ნაქარგი ორნამენტების, წარწერების,  ორგანიზაციების-კომპანიების მაიდენტიფიცირებელი ლოგოების ამოქარგვა);
  • მაისურებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გამოსხვა;

სოციალური შედეგები

სულ უფასოდ გადავამზადეთ 26 ბენეფიციარი, რომელთაგან სამკერვალოში ამ ეტაპზე გვყავს დასაქმებული 4 შშმ და 4 სოციალურად დაუცველი პირი. 18 ბენეფიციარი გახდა უფრო კონკურენტუნარიანი დასაქმების ბაზარზე ვიდრე იყო გადამზადებამდე.

საკონტაქტო ინფორმაცია


Contact Information