საქართველოს სოციალურ
საწარმოთა ალიანსი



არტ კოდა

ტრადიციული რეწვა

არტ კოდა

სოციალური საწარმოს შესახებ

სოციალური საწარმო არტ კოდა დაფუძნდა 2010 წელს "კოდის სათემო განათლების ცენტრის" მიერ.

სოციალური საწარმოს მისია

სოცილაური საწარმო მისიაა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ. კოდაში ჩასახლებული სამხრეთ ოსეთიდან დევნილი მოსახლეობის ინტეგრაციას ადგილობრივ თემში, ადგილობრივი სათემო ცხოვრების გააქტიურების ხელშეწყობის თემის წევრების განათლების დონის ამაღლების და დასაქმების გზოთ.

სოციალური საწარმოს პროდუქცია/სერვისი

ცენტრში დაინერგა ადგილობრივ სამუშაო ბაზარსა და ადგილობრივი თემის საჭიროებებზე ორიენტირებული 16 სახეობის სახელობო კურსი, როგორიცაა:

  • ტიხრული მინანქარის;
  • მლესავ-მღებავის;
  • რბილი ავეჯის დამზადება-რესტავრაციის;
  • მანქანის მართვის და დისტრიბუციის;
  • მობილური ტელეფონის შეკეთების;
  • კომპიუტერის შეკეთების;
  • კომპიუტერის მომსახურების;
  • ფეხსაცმლის შეკეთების;
  • ჭრა-კერვის;
  • ქსოვის;
  • საკონდიტრო;
  • ოფის-მენეჯერის;
  • სტილისტის;
  • გობელენის;
  • სუვენირების დამზადების და სხვა.

ცენტრის ბენეფიციარებისთვის ფუნქციონირებს 12 სახეობის პიროვნული განვითარების კურსი/ტრენინგი, მათ შორის:

  • კომპიუტერული საოფისე პროგრამები;
  • ინგლისური ენა;
  • კომპიუტერული ბუღალტერიის კურსი;
  • მცირე ბიზნესის საფუძვლები;
  • პროექტების წერა;
  • ფოტოხელოვნების;
  • ხატვის;
  • სასცენო ხელოვნების და სხვა.

სოციალური შედეგები

  • 24 000-მდე ბენეფიციარმა მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა კურსში და ცენტრის მიერ ჩატარებულ ღონისძიებებში;
  • საწარმო ასაქმებს 13 ადამიანს.

საკონტაქტო ინფორმაცია:


Contact Information