ედენა
ტრადიციული რეწვა
ედენა
სოციალური საწარმოს შესახებ
სოციალური საწარმო „ედენა“ დაფუძნდა 2015 წელს ქალაქ ონში, კულტურის საერთაშორისო ცენტრის და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის საერთო პროექტის ფარგლებში, პრეზიდენტის სარეერვო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. დაარსებიდან დღემდე, საწარმოს ორი გრანტი აქვს მიღებული, რისი საშუალებითაც გაფართოვდა და გაიმყარა პოზიციები ბაზარზე. "ედენა" 2019 წლიდან UNDP-ის მხარდაჭერით ახორციელებს მასშტაბურ პროექტს, რომელიც ფარავს რამდენიმე სოციალურ მიმართულებას. საწარმოს ფარგლებში ფუნქციონირებს ეთნო-ტურისტული სივრცე და სოციალური მაღაზია, სადაც ადგილობრივ მეწარმეებსაც აქვთ შესაძლებლობა საკუთარი პროდუქციის რეალიზებისთვის.
სოციალური საწარმოს მისია
სოციალური საწარმოს მისიაა ხელი შეუწყოს ადგილობრივი ქალების დასაქმებას და გადამზადებას.
სოციალური საწარმოს პროდუქცია/სერვისი
„ედენა“ მომხმარებელს სთავაზობს ტრადიციული რეწვის ნიმუშებს და აწარმოებს დეკორატიულ და გამოყენებად ნივთებს:
- თექა;
- ჯვრული ნაქარგობა;
- აბრეშუმზე ხატვა;
- მინანქარი;
- ხის სუვენირები.
სოციალური შედეგები
- ამჟამად გადამზადება გაიარა 15-მა ადგილობრივად მცხოვრებმა ქალმა, ივნისის ბოლომდე კურსს დაასრულებს კიდევ 30 ბენეფიციარი;
- საწარმოში დასაქმებულია 26 ადამიანი.
საკონტაქტო ინფორმაცია
- ელ. ფოსტა: liliana-maisuradze@ mail.ru
- Tel: +995 591 711 125
- მისამართი: რუსთაველის #15, ქალაქი ონი.
- Facebook: https://www.facebook.com/ედენა-თექის-სახელოსნო-ონში
- Web: https://www.etsy.com/shop/EdenaCrafts