ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის "სოციალური მეწარმეობა - ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისთვის" ფარგლებში, სოციალურ საწარმოთა ალიანსისთვის შეიქმნა და განვითარდა მრავალფეროვანი ვებ-პორტალი www.seageorgia.ge.
პორტალი წარმოადგენს სოციალური საწარმოების და ზოგადად, სოციალური მეწარმეობის თემაზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის საინფორმაციო პლატფორმას. სადაც განთავსებულია ინფორმაციების კონცეფციის განვითარების ტენდენციებთან დაკავშირებით როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.
აგრეთვე, ვებ-პორტალზე სოციალურ საწარმოთა ალიანსის წევრ საწარმოებს შესაძლებლობა აქვთ განავითარონ თავიანთი სოციალური საწარმოების შესახებ საინფორმაციო ბაზა და მართონ ე.წ. sub-page-ბი.
ვებ-პორტალზე განთავსდება არა მხოლოდ ალიანსის მიერ შეთავაზებული სერვისები, არამედ, თემასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი სიახლეები და მოვლენები.