საქართველოს სოციალურ
საწარმოთა ალიანსი


15 ნოე

B2B გამოფენის შესახებ

საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის (CSRDG) ინიციატივით, 15 ნოემბერს გაიმართა სოციალურ საწარმოთა II B2B გამოფენა.

ღონისძიება მიზნად ისახავდა სოციალურ საწარმოებსა და წამყვან ბიზნეს კომპანიებს, ასევე სხვადასხვა სექტორებს შორის საქმიანი ურთიერთობების დამყარებასა და გაღრმავებას, ცნების პოპულარიზაციასა და სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას საქართველოში.

B2B გამოფენის ფორმატით წელს, საქართველო წელს პირველად შეუერთდა „სოციალური საწარმოების საერთაშორისო დღეს“. "სოციალურ საწარმოთა ალიანსი" კი CSRDG-ისთან ერთად წარმოადგენდა ოფიციალურ პარტნიორს.

ღონისძიებაზე წარმოდგენილ იქნა საქართველოში მოქმედი სოციალური საწარმოების პროდუქცია და მომსახურება. ფორმატიდან გამომდინარე, სხვადასხვა სექტორების წარმომადგენლებს, მათი ინტერესების შესაბამისად, შესაძლებლობა მიეცათ მოლაპარაკება ეწარმოებინათ თითოეულ სოციალურ საწარმოსთან შესაძლო თანამშრომლობაზე.

ღონისძიების მონაწილე სოციალური საწარმოები

ღონისძიების მონაწილე 45-მდე სოციალური საწარმო ამზადებს უსაფრთხო სათამაშოებს, ტრადიციულ ხელნაკეთ დეკორატიულ და გამოყენებით ნივთებს, მისალოც ბარათებს, საბავშვო ავეჯს, სათამაშო მოედნებს, ხელით დაწნულ კალათებს, ტრადიციულ სუნელებს ისტორიული რეცეფტებით, თაფლს, ნატურალურ წვენებს, ღვინოსა და სხვა საინტერესო პროდუქციას. ასევე, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება სერვისის მიმწოდებელი სოციალური საწარმოები, რომლებიც მომხმარებლებს სთავაზობენ 24 საათიანი ზრუნვის მომსახურებას, კაფეს სერვისებს, მაკულატურის შეგროვებისა და გადამუშავების მომსახურებას, მუსიკალური თერაპიისა და გაფორმების სერვისებს.

მონაწილე სოციალური საწარმოები და მათი პროდუქცია/სერვისი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე (დააჭირეთ აქ).

 

პარტნიორები, სპონრორები:

ღონისძიება გაიმართა ევროკავშირის  დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „სოციალური მეწარმეობა - ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისთვის“. პროექტი ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის (CSRDG), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრისა (EDEC) და არბაითერ სამარიტერ ბუნდის (ASB Georgia) მიერ.

ღონისძიების მთავარი პარტნიორია საქართველოს ბანკი.

ღონისძიების თანაორგანიზატორია სოციალურ საწარმოთა ალიანსი.

გამოფენის ფინანსური მხარდამჭერია პური მსოფლიოსთვის (BROT).

ღონისძიების ვერცხლის სპონსორები არიან:

B2B სივრცე

B2B გამოფენა გაიმართა King David რეზიდენციაში, მისამართზე მერაბ ალექსიძის 12. გამოფენა გაიხსნა 12:00 საათზე და დასრულდება 20:00 საათზე, დროის ამ მონაკვეთში დაიგეგმა სხვადასხვა აქტივობები.