საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი #CSRDG მოქმედ სოციალურ საწარმოებს იწვევს მონაწილეობის მისაღებად საერთაშორისო ტრენინგში თემაზე „გაყიდვები და მარკეტინგი სოციალური საწარმოებისთვის“.
ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ქართველი სოციალური მეწარმეებისთვის, გაიზიარონ სოციალური მეწარმეობის სფეროში მოღვაწე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული ორგანიზაციის #NESsT-ის საერთაშორისო ექსპერტის გამოცდილება.
საერთაშორისო ტრენინგი მიზნად ისახავს სოციალური მეწარმეების ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებას პროდუქციის განვითარების, მარკეტინგული კვლევის, გაყიდვებისა და კომუნიკაციის მიმართულებით.
საერთაშორისო ტრენინგს გაუძღვებიან Lukas Kvokachka – სოციალური სერვისების მიმწოდებელი ცენტრის ხელმძღვანელი პრეშოვში (სლოვაკეთი) და Zsuzsanna Laczko - ექსპერტი, კონსულტანტი, ტრენერი და ბიზნეს მენტორი მცირე საწარმოების განვითარების მიმართულებით NESsT-ში, ბუდაპეშტის ოფისში.
საერთაშორისო ტრენინგის თემატიკა:
სწორი პროდუქციისა და სერვისის განვითარება, აზროვნების დიზაინი: შთაგონების მნიშვნელობა, იდეის დაბადება, განხორციელება და წარმატება;
საჭირო ინფორმაციის მოგროვების ინსტრუმენტები და პრაქტიკა „სწორი“ პროდუქტის განვითარებისთვის;
მარკეტინგულ კვლევაზე დაფუძნებული მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება;
გაყიდვების სტრატეგია პირველივე წუთიდან;
ეფექტური კომუნიკაციის სავარჯიშო: ბიზნეს მოდელის მოკლე პრეზენტაცია პოტენციურ მომხმარებლებთან.
საერთაშორისო ტრენინგის ჩატარების თარიღი: 14 და 15 მაისი, 2019 წელი; 10:00 – 18:00 საათი; ვებინარზე დარეგისტრირება შეგიძლიათ 9 მაისის 18:00 საათამდე.
რეგისტრაციის გასავლელად მიჰყევით ბმულს (დააჭირეთ აქ).