გაცნობოთ, რომ მიმდინარე წლიდან ფორუმი ჩატარდება სოციალურ საწარმოთა ალიანსის ორგანიზებით.
„ფორუმი 2019" გაიმართება 21 ნოემბერს, სოციალური მეწარმეობის საერთაშორისო დღეს.
თითოეული სოციალური საწარმოს ჩართულობა მნიშვნელოვანია.
ჩაინიშნოთ თარიღი, რომ დაესწროთ წლის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას, რომელიც ხელს უწყობს სოციალურ მეწარმეებსა და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს შორის ჰორიზონტალური ურთიერთობების გაღრმავებასა და განვითარებას.
განსახილველი თემები:
- გასული წლის მიღწეული შედეგების მიმოხილვა;
- კამპანია "დააჩქარე ცვლილებების" ფარგლებში მიღწეული შედეგების გაცნობა აუდიტორიისთვის;
- საქართველოში მოღვაწე სოციალური საწარმოების გამოწვევები;
- რესურსებზე ხელმისაწვდომობის ალტერნატიული წყაროები და შემოსავლის დიფერენცირების მეთოდები.
ფორუმის მიზანია სოციალურ მეწარმეებსა და ამ თემაზე მომუშავე ორგანიზაციებს შორის კავშირურთიერთობების გაღრმავება, ცნების პოპულარიზაციის ხელშეწყობა და ზოგადად, სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში.
ფორუმში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახლადდაარსებულ და უკვე მოქმედ სოციალურ საწარმოებს, ასევე, ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ან აქვთ სურვილი წვლილი შეიტანონ ქვეყანაში სოციალური მეწარმეობის განვითარების პროცესში. ფორუმზე მოწვეულნი იქნებიან წარმომადგენლები არასამთავრობო, სამთავრობო და ბიზნეს სექტორებიდან.
"სოციალური მეწარმეობის ფორუმის" დღის წესრიგი შეგიძლიათ იხილოთ(დააწკაპე აქ).
ფორუმზე დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე:
ფორუმზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2019 წლის 5 ნოემბერის 18:00 საათი.
ფორუმის ღონისძიება, შეგიძლიათ ასევე იხილოთ, სოციალურ საწარმოთა ალიანსის ოფიციალურ FACEBOOK გვერდზე:
ღონისძიების თანაორგანიზატორია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი.
ფორუმი 2019-ის მთავარი პარტნიორია საქართველოს ბანკი.
მთავარი მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.
ვერცლის სპონსორია ფინკა ბანკი საქართველო.
ღონისძიების მხარდამჭერია სოციალური საწარმო "კოდალა".