სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, საქართველოს სოციალურ საწარმოთა ალიანსთან თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია, სოციალური საწარმოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და მათი განვითარების ხელშეწყობა.
პროექტის ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, ახორციელებს უფასო კონსულტაციების გაცემას საქართველოს სოციალურ საწარმოთა ალიანსის წევრი ორგანიზაციებისთვის.კონსულტაციები ეხება იურიდიული პირების საქმიანობის სამართლებრივი და ფინანსური მართვის ძირითად საკითხებს, მათ შორის:
- იურიდიული პირის დაფუძნება და ცვლილებების რეგისტრაცია;
- სახელშეკრულებო ურთიერთობები;
- ქონების სარგებლობა;
- შრომითი ურთიერთობები;
- იურიდიული პირის შიდა სამართლებრივი რეგულაციები;
- დაგროვებითი საპენსიო სისტემა;
- იურიდიული პირის საქმიანობის ძირითადი სამართლებრივი ასპექტები;
- საგადასახადო და ფინანსური მართვა და სხვა სამართლებრივი საკითხები.
კონსულტაციები გაიცემა ელექტრონული მიმოწერის, სატელეფონო და პირისპირ შეხვედრის სახით. სატელეფონო კონსულტაციისთვის საკონტაქტო ტელეფონის ნომერია:
+(995 32) 2 365 675.
ელექტრონული მიმოწერის სახით კონსულტაციის მისაღებად ისარგებლეთ ერთ-ერთი შემდეგი ბმულით:
https://csogeorgia.org/ge/consultation
ზემოაღნიშნულ ვებგვერდებზე, ასევე შეგიძლიათ იხილოთ ხშირად დასმული კითხვების ნაწილი, სადაც მოცემულია არასამეწარმეო იურიდიული პირების დაფუძნებასთან და საქმიანობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი სამართლებრივი საკითხები.