საქართველოს სოციალურ
საწარმოთა ალიანსი


მილიონიანი ფონდი

მილიონიანი ფონდი

24 თებ

მილიონიანი ფონდი საგრანტო კონკურსისთვის

ახალგაზრდობის სააგენტო მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსს აცხადებს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერებისა და არაფორმალური განათლების განვითარების მიზნით.

რეგიონულმა ორგანიზაციებმა, განმეორებადი შედეგის მომტანი გრძელვადიანი პროექტები უნდა წარმოადგინონ, რომლებიც არაფორმალური განათლების გზით, უზრუნველყოფს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების კომპეტენციის ზრდას და გაზრდის მათ ჩართულობას ადგილობრივ კულტურულ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ აქტივობებში.

კონკურსი 2020 წლის 24 თებერვლიდან დაიწყება, საკონკურსი წინადადებების შემოტანა გაგრძელდება 31 მარტის ჩათვლით.

საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება თითიეულ რეგიონში. შეხვედრების განრიგი შეგიძლიათ იხილოთ.

დამატებითი ინფორმაცია ახალგაზრდობის სააგენტოსა და საგრანტო კონკურსის შესახებ იხილეთ.