საქართველოს სოციალურ
საწარმოთა ალიანსი


ვებინარი სოციალური მეწარმეებისთვის

ვებინარი სოციალური მეწარმეებისთვის

13 მაი

სოციალურ საწარმოთა ალიანსი (SEA) და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), არასამეწარმეო სამართლის საერთაშორისო ცენტრის (ICNL) მიერ დაფინანსებული პროექტის "სოციალური მეწარმეობის ინიციატივა საქართველოში" ფარგლებში 8 მაისს ჩაატარა ვებინარი თემაზე: "სოციალური მეწარმეობა და შესაძლებლობა ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში".

შეხვედრას ესწრებოდა საქართველოში მოქმედი 21 სოციალური საწარმოს წარმომადგენელი.

შეხვედრის ფარგლებში CSI-ის იურისტების ჯგუფმა ისაუბრა საქართველოს მთავრობის მიერ გამოქვეყნებული ანტიკრიზისული გეგმის მნიშვნელოვანი საკითხებზე:

  • კომპენსაციების მიღების პროცედურა;
  • საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის საკითხები;
  • დაშვებული ეკონომიკური საქმიანობები.

webinarwebinar2

ასევე, კითხვა-პასუხის რეჯიმში, სოციალურმა მეწარმეებმა მიიღეს ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო თემებზე, რომლებიც ეხებოდა ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ პროცედურულ საკითხებს.