საქართველოს სოციალურ
საწარმოთა ალიანსი


Global Good Fund აცხადებს მიღებას სასტიპენდიო

Global Good Fund აცხადებს მიღებას სასტიპენდიო

18 ივნ

 

Global Good Fund-ის სასტიპენდიო პროგრამა გრძელდება 12 თვის განმავლობაში. პროგრამა მხარს უჭერს სოციალური მეწარმეების განვითარებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში შეირჩევიან მაღალი პოტენციალის მქონე სოციალური საწარმოს ლიდერები.

3 ეტაპიანი შერჩევის პროცესის გავლის შემდეგ, იწყება 12 თვიანი ინტენსიური სასწავლო პროგრამა, რომელიც მოიცავს სწავლების, მართვის და ლიდერობის საკითხებს.

თითოეულ სტიპენდიანტს ეყოლება ინდივიდუალური ექსპერტი მმართველობის საკითხებში და მრჩეველი ბიზნესის დაგეგმვის საკითხებში. 12 თვის განმავლობაში სტიპენდიანტს აქტიური კომუნიკაცია ექნება ინდივიდუალურ ექსპერტთან და მრჩეველთან.

Global Good Fund-ის სტიპენდია განკუთვნილია ინოვატორებისთვის, მეწარმეებისთვის, და იმ ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის, ვინც ჩართულია პოზიტიური სოციალური გავლენის მოხდენის საქმეში.

სტიპენდიანტები 12 თვის განმავლობაში მიიღებენ:

  • 360°-იან შეფასებას, რომელიც სპეციალურად შექმნილია სოციალური საწარმოებისთვის, რათა მიიღონ უკუკავშირები თავიანთი საბჭოსაგან, თანამშრომლებისგან, თანატოლებისაგან და დაინტერესებული პირებისგან;
  • ლიდერობის განვითარების გეგმას;
  • ყოველწლიურ გლობალურ სამიტში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას;
  • მიზნობრივ დაფინანსებაზე წვდომას;
  • თანამოაზრეებისა და საკითხის ექსპერტების ქსელს;

სტიპენდიისთვის შეირჩევიან კანდიდატები, რომლებიც:

  • საწარმოს მართავენ მინიმუმ 1 წლის განმავლობაში;
  • არიან 40 წლამდე ასაკის;
  • ამჟამად არ იღებენ მსგავსი ტიპის მენტორის ან ექსპერტის მომსახურებას;
  • უკავიათ გადაწყვეტილების მიმღების პოზიცია საწარმოში.

აპლიკაციის შევსება შესაძლებელია 30 ივნისამდე.

დამატებითი ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამის შესახებ იხილეთ.