საქართველოს სოციალურ
საწარმოთა ალიანსი


სასწავლო ვიზიტი სოციალურ მეწარმეობისა და სოციალური ინკლუზიის შესახებ

სასწავლო ვიზიტი სოციალურ მეწარმეობისა და სოციალური ინკლუზიის შესახებ

09 ივლ

შესაძლებლობა მათთვის, ვისაც სურს გაეცნოს და დაუკავშირდეს წარმატებულ ინიციატივებს სოციალური მეწარმეობის სფეროში, გაიგოს მეტი უნგრეთში არსებული სოციალური საწარმოების და მათი სამოქმედო გარემოს შესახებ, ასევე იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია "ევროპის სოლიდარობის კორპუსს" ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში სოციალური მეწრმეობის პოპულარიზაციას.

სასწავლო ვიზიტი ორგანიზებული "Towards Collaborative Practice" (TCP) პროექტის ფარგლებში.

TCP პროექტის ფარგლებში სულ გაიმართა 5 ფორუმი და 2 სასწავლო ვიზიტი, ბუდაპეშტში ჩატარებული სასწავლო ვიზიტი იქნება მესამე, ბრისტოლისა (2016) და იერუსალიმის (2018) შემდეგ.

2018 წელს გამართული ფორუმის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

სასწავლო ვიზიტის განმავლობაში:

  • საველე ვიზიტების სახით გაიგებთ, როგორ შეიძლება ჩამოყალიბდეს სოციალური საწარმო საზოგადოებაში ინოვაციებისა და ზრდის ხელშემყობად;
  • ხელი შეუწყოთ პარტნიორობას და შექმნათ სოციალური მეწარმეების საერთაშორისო ქსელი;
  • გაუზიაროთ გამოცდილება მრავალფეროვან აუდიტორიას ევროპიდან და ევროპის პარტნიორი რეგიონებიდან.

პროგრამის ფარგლებში შეირჩევა 25 ახალგაზრდა პროფესიონალი, რომლებიც არიან:

  • არასამთავრობო ორგანიზაციის, ან სოციალური საწარმოს თანამშრომლები, რომლის მთავარი ფოკუსიც არის სოციალურ ინკლუზიაზე და სურთ გააფართოვოს ცოდნა სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებების გაზიარების გზით;
  • აქვთ გამოცდილება "ევროპის სოლიდარობის კორპუსის" პროგრამებთან თანამშრომლობის და სურთ გაიღრმაონ ცოდნა და გამოცდილება ამ სფეროში, ასევე აღმოაჩინონ შესაძლებლობები პროგრამის ფარგლებში სოციალური ინკლუზიის შესახებ;
  • ახლახანს დაიწყო ან გეგმავს თანამშრომლობის დაწყებას "ევროპის სოლიდარობის კორპუსის" პროგრამებთან სოციალური ინკლუზიის მიმართულებით;
  • მართავს ან აპირებს რომ დააფუძნოს სოციალური საწარმო, სოციალური ინკლუზიის მიმართულებით და სურვილი აქვს გაიგოს უფრო მეტი სამომავლო განვითარებისა და საერთაშორისო ქსელის შექმნისთვის.

გთხოვთ შემოიტანოთ განაცხადი 2020 წლის 13 სექტემბრის ჩათვლით.

განაცხადის ფორმა და დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.