სოციალური საწარმოების საახალწლო მარკეტი სექტორი 3-ში
„სოციალურ საწარმოთა ალიანსისა“ და „სექტორი 3-ის“ ერთობლივი ორგანიზებით, 17 დეკემბერს, სექტორი 3-ის სივრცეში გაიმართა 1 დღიანი საახალწლო გამოფენა-გაყიდვა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო სოციალურ საწარმოთა ალიანსის წევრმა 14-მა სოციალურმა საწარმომ.
გამოფენა-გაყიდვა გაშუქდა საზოგადოებრივი მაუწყებლის „ახალი დღის“ და ტელეკომპანია იმედის „იმედის დღის“ ეთერებში.
ღონისძიების ფარგლებში აკუმულირებულმა ეკონომიკურმა შემოსავალმა საერთო ჯამში შეადგინა 2 933 ლარი.
საახალწლო მარკეტის ვიზუალური მასალები შეგიძლია იხილოთ აქ.