ფორუმი 2020
სოციალური მეწარმეობის მე-9 ფორუმი, მიმდინარე წელს, გაიმართება 19 ნოემბერს - სოციალური მეწარმეობის საერთაშორისო დღეს.
ფორუმი ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც ხელს უწყობს სოციალური მეწარმეობის განვითარებას საქართველოში და ამ თემაზე მომუშავე ორგანიზაციებს შორის საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებას.
ფორუმის ფარგლებში ყოველწლიურად გამოვლინდება გამარჯვებული ნომინაციაში “წლის სოციალური საწარმო”. მასში მონაწილეობას საქართველოში მოქმედი სოციალური საწარმოები იღებენ და გამარჯვებულს ფორუმის მონაწილეები გამოავლენენ.
ტრადიციულად, ფორუმი იმართება სოციალური მეწარმეობის საერთაშორისო დღეს და ამ ფორმით უერთდება გლობალური მეწარმეობის კვირეულს. კვირეულის ფარგლებში, გაიმართება კამპანია #WhoKhew, რომლის ფარგლებშიც ქართველი სოციალური მეწარმეები საზოგადოებას გააცნობენ თავიანთ ისტორიას და კიდევ ერთხელ განმარტავენ, რა განსხვავებაა ტრადიციულ ბიზნესსა და სოციალურ მეწარმეობას შორის.
აღსანიშნავია, რომ კამპანიას ყოველწლიურად 400 მონაწილე ორგანიზაცია ჰყავს 27 ქვეყნიდან და მათ შორის საქართველოდან - სოციალურ საწარმოთა ალიანსისა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის სახით.
დამატებითი ინფორმაცია სოციალური მეწარმეობის მე-9 ფორუმის შესახებ გამოქვეყნდება ეტაპობრივად.
დამატებითი სიახლეებისთვის თვალი ადევნეთ ფორუმის ვებ-გვერდს:
www.seforum.ge
გასული წლების სოციალური მეწარმეობის ფორუმის ისტორიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.