საქართველოს სოციალურ
საწარმოთა ალიანსი


სოციალური მეწარმეობა: პრაქტიკული გამოცდილება და შესაძლებლობები

სოციალური მეწარმეობა: პრაქტიკული გამოცდილება და შესაძლებლობები

03 ოქტ

სოციალურ საწარმოთა ალიანსი, დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ვებინარს "სოციალური მეწარმეობა: პრაქტიკული გამოცდილება და შესაძლებლობები".

შეგახსენებთ, რომ სოციალური მეწარმეობა არის მისიაზე ორიენტირებული ბიზნესი, რომლის მთავარი ამოცანაც სოციალური პრობლემის გადაჭრაა. ეს არის, ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისათვის.

განსაკუთრებით საინტერესოა სოციალური საწარმოების სადემონსტრაციო მაგალითებისა და მათი სოციალური შედეგების შესახებ ინფორმაცია, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური ცვლილებების პირველწყარო ხდება.
შეხვერის ფარგლებში განვიხილავთ შემდეგ საკითხებს:

  • სოციალური მეწარმეობის არსი;
  • საერთაშორისო და ადგილობრივი პრაქტიკული მაგალითები;
  • სოციალური მეწარმეობის მნიშვნელობა;
  • სოციალური გავლენა, რასაც სოციალური საწარმოები ქმნიან;
  • ამ მიმართულებით არსებული შესაძლებლობები.

შეხვედრა გაიმართება პლატფორმა Zoom-ის გამოყენებით. 8 ოქტომბერს, 17:00 საათზე.

შეხვედრას ჩაატარებს მოწვეული სპიკერი, გიგა ჩიტიშვილი - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის, სოციალური მეწარმეობის პროგრამის მენეჯერი.

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა, უნდა გაიარონ რეგისტრაცია 7 ოქტომბრის ჩათვლით, შენდეგ ბმულზე:

http://bit.ly/EENCEandSEA

გთხოვთ იჩქაროთ, მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება ახალგაზრდული და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

შეხვედრა იმართება აღმოსავლეთ ევროპის სამოქალაქო განათლების ქსელის (EENCE) მიერ ორგანიზებული საერთაშორისო სამოქალაქო განათლების კვირეულის ფარგლებში.