საქართველოს სოციალურ
საწარმოთა ალიანსი


სოციალური მეწარმეობა საქართველოსა და სომხეთში

სოციალური მეწარმეობა საქართველოსა და სომხეთში

06 ოქტ

"ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის" (EU4YOUTH) პროექტის "სოციალური მეწარმეობა საქართველოსა და სომხეთში" ფარგლებში, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "მერსი ქორფსი" და მისი პარტნიორი საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია ("ეიბისიო-ჯორჯია") იწყებენ სოციალური მეწარმეობის განვითარებას ფინანსური მხარდაჭერის გზით.

პროექტის მიზანია, 18-29 წლის ახალგაზრდების სამეწარმეო პოტენციალის გაძლიერება სოციალური მეწარმეობის სფეროში, უთანასწორებოს შემცირება მათი გაერთიანების, დასაქმების და ჩართულობის უზრუნველყოფის მეშვეობით.

საქართველოში პროექტი ხორციელდება კახეთის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:

  • იურიდიულ პირს, რომელიც ფუნქციონირებს, როგორც სოციალური საწარმო, ან აქვთ სურვილი იმუშაონ სოციალური მეწარმეობის მიმართულებით, კახეთის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში;
  • ფიზიკურ პირს, ან საინიციატივო ჯგუფს, რომელიც დარეგისტრირდება იურიდიულ პირად და სოციალურ მეწარმეობას განახორციელებს კახეთის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.

კონკურსში მონაწილე, უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებიდან მინიმუმ ერთ-ერთს:

  • საწარმოს მენეჯმენტს ახორციელებდნენ ახალგაზრდები;
  • საწარმოს დასაქმებულთა უმეტესობა არიან ახალგაზრდები;
  • საწარმოს სოციალური მისია მიმართულია ახალგაზრდების პრობლემების მოგვარებაზე.

პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 60,000 ევროს ექვივალენტს ლარში. საიდანაც კონკურსის მონაწილეს მოეთხოება მინიმუმ 35% თანხობრივი მონაწილეობა.

შემოთავაზებული პროექტის ბიუჯეტი და აქტივობები უნდა იყოს გათვლილი 2022 წლის 1 ივნისამდე.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 10 ნოემბერი.

დამატებითი ინფორმაცია და სააპლიკაციო ფორმები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

https://bit.ly/2I4YGvH