სოციალური მეწარმეობა: პრაქტიკული გამოცდილება და შესაძლებლობები
8 ოქტომბერს გაიმართა ვებინარი "სოციალური მეწარმეობა: პრაქტიკული გამოცდილება და შესაძლებლობები".
შეხვედრას 20-მდე მონაწილე დაესწრო, სათემო და ახალგაზრდული ორგანიზაციებიდან.
შეხვედრას უძღვებოდა მოწვეული სპიკერი, გიგა ჩიტიშვილი - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდული პროგრამის მენეჯერი.
შეხვედრის ფარგლებში განვიხილეთ შემდეგი საკითხები:
- სოციალური მეწარმეობის არსი;
- საერთაშორისო და ადგილობრივი პრაქტიკული მაგალითები;
- სოციალური მეწარმეობის მნიშვნელობა;
- სოციალური გავლენა, რასაც სოციალური საწარმოები ქმნიან;
- ამ მიმართულებით არსებული შესაძლებლობები.
შეხვედრა იმართება აღმოსავლეთ ევროპის სამოქალაქო განათლების ქსელის (EECMD) მიერ, ორგანიზებული საერთაშორისო სამოქალაქო განათლების კვირეულის ფარგლებში.