სასწავლო კურსები
სოციალური საწარმოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ დისტანციურ რეჟიმში მიიღონ ცოდნა შემდეგი სასწავლო კურსების ფარგლებში:
- სოციალური საწარმოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფინანსური აღრიცხვა, ანგარიშგება და საგადასახადო საკითხები;
- სოციალური საწარმოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების იურიდიული მართვა.
სასწავლო კურსები ჩატარდება სრულიად დისტანციურ რეჟიმში. სწავლების განრიგი მოქნილია და მონაწილეს თავად შეუძლია დროის შესაბამისად განაწილება.
ონლაინ კურსების საშუალებით მონაწილეები შეძლებენ მიიღონ ცოდნა შემდეგი საკითხების შესახებ:
- სოციალური მეწარმეობის არსი და თავისებურებები;
- არასამეწარმეო იურიდიული პირის დაფუძნების, რეგისტრაციისა და მართვის სამართლებრივი ასპექტები;
- კერძო სამართლის იურიდიული პირების შემოსავლის წყაროების სამართლებრივი რეგულირება;
- მოხალისეობის რეგულირება;
- ფინანსური ანგარიშების მომზადების სტანდარტები;
- ორგანიზაციების სააღრიცხვო პოლიტიკა და საგადასახადო დაბეგვრის საკითხები.
კურსებზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. მონაწილეთა შერჩევა ხდება მათი მოტივაციის და საქმიანობის მიხედვით.
კურსებზე სწავლა არის უფასო, ხოლო დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 28 დეკემბერი, 2020 წელი.
აპლიკაციის შესავსებად დააჭირეთ აქ.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.
სასწავლო კურსები მომზადებულია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტისა და სოციალურ საწარმოთა ალიანსის საერთო პროექტის "სოციალური საწარმოების ინიციატივა საქართველოში" ფარგლებში, საერთაშორისო სამართლის საერთაშორისო ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით.