სოციალურ საწარმოთა ალიანსის კიდევ ერთი ახალი პროექტი: „უკრაინასა და საქართველოში მოქმედი ტრადიციული ბიზნესებისა და სოციალური საწარმოების პარტნიორობის შესწავლა სოციალური გავლენის გაზრდისა და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით“
პროექტი ხორციელდება ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით და პარტნიორი ორგანიზაციები არიან „ლატვიის სოციალური მეწარმეობის ასოციაცია“ და „უკრაინის სოციალური აკადემია“
პროექტის ამოცანებია:
• ტრადიციული ბიზნესებისა და სოციალური საწარმოების არსებული თანამშრომლობის შესწავლა, საუკეთესო პრაქტიკების გამოვლენა და ქსელში გაზიარება;
• პუბლიკაციისა და ვიდეოს შექმნა საუკეთესო პრაქტიკების აღსაწერად და ფართო აუდიტორიისთვის წარსადგენად;
• სოციალური მეწარმეების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობებისა და უნარების გაძლიერება გრძელვადიანი თანამშრომლობის დამყარების მიზნით;
• სოციალურ მეწარმეებს, ტრადიციული ბიზნესის წარმომადგენლებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის კავშირების გაძლიერება საერთო შეხვედრების გზით.
ვებინარების ციკლი:
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ვებინარების ციკლი ხუთ სხვადასხვა თემატიკაზე:
• 21 სექტემბერი – „ელექტრონული კომერცია და საერთაშორისო საიტებზე (Amazon, Etsy, eBay) პროდუქტის გაყიდვა“
• 28 სექტემბერი - „როგორ ვილაპარაკოთ სოციალურ გავლენაზე?“
• 5 ოქტომბერი - „სოციალური გავლენის მართვა“
• 12 ოქტომბერი - „სოციალურად პასუხისმგებლიანი სახელმწიფო შესყიდვები“
• 19 ოქტომბერი - სოციალური საწარმოებისა და ტრადიციული ბიზნესების თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკები ლატვიიდან, საქართველოდან და უკრაინიდან
ვებინარებს გაუძღვებიან საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები.
პროექტის ფარგლებში, ვებინარის დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ინდივიდუალური კონსულტაციები ექსპერტებისგან მათი საჭიროების შესაბამისად
სამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი სინქრონული თარგმანით ქართულ ენაზე)
სამუშაო პლატფორმა: Zoom
ხანგრძლივობა: 60-90 წუთი
ვებინარებზე დასწრების მიზნით და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს