საქართველოს სოციალურ
საწარმოთა ალიანსი


ჩემი სოციალური შენაძენი

ჩემი სოციალური შენაძენი

18 ივლ

სოციალურ საწარმოთა ალიანსმა, თავისი მიზნებიდან გამომდინარე, ხელი შეუწყოს კონცეფციის პოპულარიზაციასა და სოციალური მეწარმეების გაძლიერებას, დაიწყო კამპანია ,,ჩემი სოციალური შენაძენი“. აღნიშნული წამოწყების მთავარი მიზანია სოციალური მეწარმეების გაძლიერება სოციალურად პასუხისმგებლიანი შესყიდვების პოპულარიზაციის გზით.


კამპანიის ფარგლებში ალიანსი გეგმავს თანამოაზრეების შემოკრებას, რომლებიც მხარს დაუჭერენ სოციალურად პასუხისმგებლიანი შესყიდვების ჩვენს ყოველდღიურობაში დანერგვას, რადგან გვჯერა, რომ თითოეულ შენაძენს ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და სოციალური გავლენა აქვს. შესყიდვების პროცესი ბუმერანგის პრინციპს ჰგავს, რადგან ადრე თუ გვიან, თითოეული ქმედება უკან გვიბრუნდება. სოციალურად პასუხისმგებლიანი შესყიდვა კი ნიშნავს უკეთეს საზოგადოებაში ცხოვრებისთვის გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს.



კამპანიას გლობალურად დიდი ისტორია აქვს. საქართველოში კი პირველად ალიანსი ახორციელებს პარტნიორებთან ერთად. კამპანიას უკვე ჰყავს პირველი თანამოაზრეები, რომლებზეც მეტ ინფორმაციას ალიანსის სოციალურ ქსელებიდან მიიღებთ.