საქართველოს სოციალურ
საწარმოთა ალიანსი


ვებინარი - როგორ შევქმნათ ხარისხიანი კონტენტი მობილურის კამერით?

ვებინარი - როგორ შევქმნათ ხარისხიანი კონტენტი მობილურის კამერით?

26 ოქტ

24 ოქტომბერს სოციალურ საწარმოთა ალიანსის ორგანიზებით ჩატარდა ვებინარი თემაზე: როგორ შევქმნათ ხარისხიანი კონტენტი მობილურის კამერით?

ვებინარი განკუთვნილი იყო სოციალური საწარმოებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენელთათვის, რომლებიც მართავენ ორგანიზაციების სოციალურ მედიას.


ვებინარზე განხილული თემები:

  •  რა გავითვალისწინოთ, როდესაც პროდუქციას ფოტოს ვუღებთ?
  •  ხრიკები ფოტოების ეფექტურად გადასაღებად (როგორ შევარჩიოთ ფონი, რა ფერები მოქმედებს დადებითად მნახველზე, როგორი განათებაა უმჯობესი)
  •  როგორ შევარჩიოთ ფოტოების ფორმატი სოციალური მედიისთვის? Facebook და Instagram არხები (Post, Story)
  •  Case Study: რამდენიმე სოციალური საწარმოს სოციალური მედიის გვერდების განხილვა და უკუკავშირის მიცემა

ვებინარს გაუძღვა გიორგი მამასახლისი. გიორგი ცნობილი ქართველი ფოტოგრაფია, რომლის პროფესიული გამოცდილებაც ასევე მოიცავს ტელევიზიას, სადაც იყო ტელეკომპანიის დამდგმელი ოპერატორი და ასევე ვიდეო წარმოებას. იგი ნაკანიმამასახლისის გაერთიანების წევრია. გიორგიმ ოთხი წლის წინ გამორჩეულ ფოტოგრაფ მარი ნაკანთან ერთად დააარსა ფოტოსკოლა, რომლის მიზანიც არის საქართველოში ფოტოგრაფიის, როგორც ხელოვნების განვითარება.

ვებინარი გაიმართა ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „სოციალური მეწარმეები ტურიზმისთვის“ ფარგლებში.

პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციები არიან: