„სოციალური მეწარმეები ტურიზმისთვის“ - აღნიშნული პროექტის ფარგლებში სოციალურ საწარმოთა ალიანსმა სასწავლო ტურს უმასპინძლა.
კოლეგებმა ლატვიიდან მოინახულეს თბილისში, შიდა ქართლსა და კახეთში მდებარე სოციალური საწარმოები.
სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ლატვიის სოციალური ასოციაცია და 7 ლატვიური სოციალური საწარმოს წარმომადგენელი იმ ქართულ სოციალურ საწარმოებს ესტუმრა, რომლებსაც დიდი ტურისტული პოტენციალი აქვთ.
- ესკი
- იკორთა
- წნული
- პოტერია
- კოდალა
- ბაბალე
- ნუკრიანის სახელოსნოები
- თემი
- ქედელი
აღნულ სოციალურ საწარმოებში ისინი ადგილზე გაეცნენ მათი შექმნის ისტორიასა და სოციალურ მისიებს, ჩაერთნენ სოციალური საწარმოების მასტერკლასებში და ასევე თავად შეაფასეს ის ტურისტული მარშტურები, რომლებიც ამ პროექტის ფარგლებში მანამდე შეიქმნა.
პროექტი ხორციელდება ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: