27 იანვარს სოციალურ საწარმოთა ალიანსი ევროპულ სკოლას ესტუმრა.
საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამის მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებმა მეტი შეიტყვეს სოციალურ მეწარმეობაზე, გაეცნენ საქართველოში მოქმედი სოციალური საწარმოების მაგალითებს, ინფორმაცია მიიღეს SEA-ს საქმიანობასა და მიზნებზეც.
ალიანსის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ახალგაზრდებთან და დაინტერესებულ პირებთან შეხვედრა და მათთვის კონცეფციის გაცნობაა.
შეხვედრის ბოლო ნაწილი კითხვა-პასუხს დაეთმო და მოსწავლეებმა მათთვის მნიშნველოვან საკითხებზე დაწვრილებითი პასუხები მიიღეს.