საქართველოს სოციალურ
საწარმოთა ალიანსი


ჩემი სოციალური შენაძენი

ჩემი სოციალური შენაძენი

15 ივნ

2022 წლიდან სოციალურ საწარმოთა ალიანსი ახორციელებს კამპანიას ,,ჩემი სოციალური შენაძენი“, რომელიც დიდ ბრიტანეთში დაწყებული კამპანიის BuySocial პირველი ქართული ანალოგია.
კამპანია გულისხმობს სხვადასხვა სექტორიდან თანამოაზრეების გაჩენას, რომლებიც ასევე იზიარებენ დებულებას, რომ თითოეულ შენაძენს აქვს ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და სოციალური გავლენა.
სოციალური მეწარმეობის განვითარებასთან ერთად იზრდება მხარდამჭერთა რიცხვიც. დღეისთვის უკვე არსებობს სოციალური საწარმოებისა და კერძო, საჯარო თუ საზოგადოებრივი სექტორის წარმომადგენელი ორგანიზაციების წარმატებული თანამშრომლობის მაგალითები.
შედეგად, ერთი მხრივ აღნიშნული ორგანიზაციები იღებენ პროდუქციას ან მომსახურებას, რომლის შესყიდვის საჭიროებაც ჰქონდათ და მეორე მხრივ, მონაწილეობენ იმ დადებითი სოციალური გავლენის შექმნაში, რომლისთვისაც შეიქმნა ესა თუ ის სოციალური საწარმო.
კამპანიის ფარგლებში კი სოციალურ საწარმოთა ალიანსი ხელს უწყობს ასეთი თანამშრომლობების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და ახალი თანამოაზრეების აღმოჩენას.
თუ თქვენი ორგანიზაცია ან თავად თქვენ თანამშრომლობთ სოციალურ საწარმოებთან, გაგვიზიარეთ ინფორმაცია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

sealliancegeorgia@gmail.com