საქართველოს სოციალურ
საწარმოთა ალიანსი


მემორანდუმი SEA-სა და რაგბის კავშირს შორის

მემორანდუმი SEA-სა და რაგბის კავშირს შორის

27 თებ

2022 წლის 1-ელ ნოემბერს რაგბის კავშირსა სოციალურ საწარმოთა ალიანსს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, რაგბის კავშირმა ისტორიაში პირველად გასცა რაგბის სიმბოლიკიანი პროდუქციის შექმნის უფლება.
აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, 10-მა სოციალურმა საწარმომ 6 და 12 ნოემბერს გამართული მატჩებისთვის ლიმიტირებული, ექსკლუზიური პროდუქცია შექმნა. დინამო არენაზე რაგბის ქომაგებს კი საშუალება მიეცათ საგულშემატკივროდ დამზადებული პროდუქცია შეეძინათ.

„როგორც ჩვენი, ასევე რაგბის კავშირის სურვილია, რომ სოციალური საწარმოები კიდევ უფრო გაძლიერდნენ და ამავდროულად, რაგბის გულშემატკივარს შესთავაზონ სხვადასხვა პროდუქცია რაგბის სიმბოლიკის გამოყენებით. ეს არის ექსკლუზიურად ამ ორი თამაშისთვის შექმნილი პროდუქცია. ვიმედოვნებთ, რომ ეს გამოცდილება მომავალშიც გაგრძელდება და უფრო მდგრადი იქნება“ - თქვა სოციალურ საწარმოთა ალიანსის აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე კუსიანმა.


გამოცდილება მდგრადი აღმოჩნდა და გაგრძელდა 2022 წლის დეკემბერშიც, როდესაც რაგბის კავშირმა თანამშრომლობა გააფორმა სოციალურ საწარმო ,,იკორთასთან“. თანამშრომლობის ფარგლებში ტიხრული მიმანქრისგან 200-ზე მეტი ბორჯღალის გამოსახულებიანი გულსაბნევი შეიქმნა.


რაგბის კავშირისა და სოციალურ საწარმოთა ალიანსის თანამშრომლობა შეაფასა რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ ალავიძემაც: ,,ჩვენთვის, როგორც წარმატებული გუნდური სპორტისთვის, რაც ქართული რაგბია ძალიან მნიშვნელივანია საქმისადმი პასუხისმგებლიანი და გუნდური მიდგომა. სწორედ ეს სულისკვეთებაა სოციალურ საწარმოთა ალიანსშიც, რომელიც ქართულ სოციალურ საწარმოებს აერთიანებს და ეს გუნდი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს. ალიანსის ერთ-ერთ წევრ სოციალურ საწარმოსთან ,,იკორთასთან“ გასული წლის დეკემბერშიც ვითანამშრომლეთ და ჩვენ ამაყი და მოხარული ვართ რომ ასეთ ძლიერ, პასუხისმგებლიან და საინტერესო საქმის მხარდამჭერი ვართ.“