საქართველოს სოციალურ
საწარმოთა ალიანსი



მეგობარი

სერვისები

მეგობარი

საერთო სამუშაო სივრცე და კაფე-ბარი ზუგდიდში

სოციალური საწარმოს შესახებ

2017 წელს, ა(ა)იპ „ახალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისთვის“ ინიციატივით, ქ.ზუგდიდში შეიქმნა სოციალური საწარმო - „მეგობარი“.

„მეგობარი“აერთიანებს უსასყიდლო სამუშაო სივრცეს ახალგაზრდებისთვის, სადაც ეწყობა ტრენინგები, კონფერენციები, სამუშაო შეხვედრები და კაფე-ბარს, საიდან მიღებული შემოსავლითაც ახალგაზრდების იდეებს უჭერს მხარს.

ეს არის ადგილი, სადაც რეგიონის ახალგაზრდები იკრიბებიან, იდეებს ცვლიან, ღონისძიებებს გეგმავენ ან/და მართავენ.

სოციალური საწარმოს მისია

სამეგრელოს რეგიონში  მცხოვრები ახალგაზრდებისთვის საერთო სამუშაო სივრცის შექმნა, რომელიც მათ აძლევს შესაძლებლობას გამოიყენონ სივრცე სამუშაო შეხვედრებისთვის, ტრენინგებისთვის, კონფერენციებისთვის, გამოფენებისთვის და ისარგებლონ საოფისე ტექნიკის მომსახურებით. 

სოციალური საწარმოს პროდუქცია/სერვისი

„მეგობარის“ სივრცე მრავალფეროვან მომსახურებას სთვაზობს მომხმარებელს, კერძოდ:

  • საერთო სამუშაო სივრცე ახალგაზრდებისთვის;
  • სივრცის გაქირავება საჯარო შეხვედრებისა და ღონისძიებებისთვის;
  • კაფე-ბარის მომსახურება;

საღამოს სივრცე ფუნქციონირებს, როგორც კაფე-ბარი და რეგიონის ახალგაზრდებს სთავაზობს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს: მუსიკალურ საღამოებს, კინოჩვენებებს, სპორტული თამაშების ტრანსლაციებს და ა.შ.

სოციალური შედეგები

  • „მეგობარი“ წარმოადგენს მომსახურების მიმწოდებელ სოციალურ საწარმოს სამეგრელოს რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, მათ შორის სოციალურად დაუცველი, დევნილი, ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ დასახლებულ პუნქტებში მცხოვრები პირებისთვის, რომლებიც გადამზადდნენ და დასაქმდნენ სოციალურ საწარმოში.
  • პირველად ზუგდიდში ფუნქციონირებს კულტურულ/გასართობი და საგანმანათლებლო სივრცე, სადაც სამეგრელოს რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობით  არაერთი ღონისძიება განხორციელდა.
  • სოციალური საწარმოს მიერ მიღებული შემოსავლებით ფინანსდება ახალგაზრდული იდეები და ინიციატივები.

საკონტაქტო ინფორმაცია

  • ელ. ფოსტა: youthforsamegrelo@gmail.com
  • TEL: +995599550057
  • მისამართი: მეუნარგიას 12, ზუდგიგი, საქართველო.
  • Facebook: https://bit.ly/3gwGEOA 

Contact Information