საქართველოს სოციალურ
საწარმოთა ალიანსი



თავისუფალი სივრცე

სერვისები

თავისუფალი სივრცე

ინკლუზიური კაფე ბათუმში

სოციალური საწარმოს შექმნის ისტორია

სოციალური კაფე “თავისუფალი სივრცე” 2017 წლიდან ფუნქციონირებს ბათუმის ცენტრალურ უბანში. სივრცემ ფუნქციონირება დაიწყო ორგანიზაციის “ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის” ინიციატივით, რომლებმაც მიზნად დაისახეს ბათუმში შეექმნათ ყველასთვის ხელმისაწავდომი კაფე, რომელსაც საგანმანათლებლო და შემეცნებითი დატვირთვა ექნებოდა.  

“თავისუფალი სივრცე” აერთიანებს საგანმანათლებლო და სხვადასხვა საჭირო საკითხის გარშემო ცნობიერების ამაღლებაზე მიმართულ აქტივობებს. ამავდროულად, თანამედროვე დიზაინი, საინტერესო სამაგიდო თამაშები, საკითხავი კუთხე და სივრცე მუსიკისთვის ქმნის ადგილს დასვენებისა და გართობისთვის, რაც განსხვავებული გემოვნების მქონე მომხმარებლების მოწონებას იმსახურებს.

სოციალური საწარმოს მისია და მიზნები

“თავისუფალი სივრცის” მისიააშეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება პროფესიული უნარების განვითარებითა და კაფეში დასაქმების გზით, ასევე მიზნობრივი ჯგუფის წარმომადგენელთა გამოწვევების ადვოკატირებით.

სოციალური საწარმოს პროდუქცია/სერვისი.

  • კაფეში ადგილზე მომსახურების და მიტანის სერვისი
  • სივრცის დათმობა შეხვედრებისა და ტრენინგებისთვის
  • საჯარო შეხვედრების დროს სურდო თარჯიმნის მომსახურება

კაფე თავისი ფუნქციონირებით ხელს უწყობს ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისებას, კერძოდ, იმ მომხმარებლებს, რომლებიც კაფემდე ველო ტრანსპორტით მიდიან 10%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. 

სოციალური შედეგები

  • კაფეში დასაქმებულია  2 შეზღუდუდული შესაძლებლობის მქონე პირი
  • კაფეში გაიმართა დაფუძნებიდან დღემდე  510  ინკლუზიური, სოციალური, კულტურული ღონისძება
  • ფუნქციონირებს ჟესტური ენის ალტერნატიული სკოლა, სადაც დაინტერესებული პირები  სწავლობენ ჟესტურ ენას. დაფუძნებიდან დღემდე აღნიშნული კურსი გაიარა 150-მდე ადამიანმა
  • სოციალური კაფე “თავისუფალი სივრცე” მხარს უჭერს და კონსულტაციებს უწევს  შშმ პირებს პროექტების წერისა და ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვა/განხორციელების კუთხით

საკონტაქტო ინფორმაცია


Contact Information