ლურჯი ალავერდი
სერვისები
ლურჯი ალავერდი
სოციალური საწარმოს შექმნის ისტორია
სოციალური საწარმო „ლურჯი ალავერდი“ საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ბრიჯ-ინოვაცია და განვითარების” მიერ არის შექმნილი. დამფუძნებლებმა, ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ალავერდში მცხოვრებ ქალებთან ერთად გადაწყვიტეს დაეფუძნებინათ სივრცე, რომელიც სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ეკონომიკური აქტივობისა და თვითდასაქმების შესაძლებლობებს შეუქმნიდა. დამატებით, “ლურჯ ალავერდის” საქმიანობის ერთ-ერთ მიმართულებად განისაზღვრა მდგრადი სოფლის ტურიზმის განვითარების მიმართულება ადგილობრივ დონეზე.
სოციალური საწარმოს მისია და მიზნები
“ლურჯი ალავერდის” მისიაა ადგილობრივი სოციალურად დაუცველი ჯგუფების ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა დასაქმებისა და პროფესიული გადამზადების გზით.
სოციალური საწარმოს პროდუქცია/სერვისი
სოციალური საწარმოს ფარგლებში ფუნქციონირებს:
- 21 პერსონაზე გათვლილი საოჯახო სასტუმრო
- საკონფერენციო სივრცე მაქსიმუმ 30 ადამიანზე
- სამზარეულოს მომსახურება
- გატანის სერვის
- მცირე კაფე
- სადეგუსტაციო სივრცე
დამატებით, იგეგმება საკემპინგე სივრცის მოწყობაც.
სოციალური შედეგები
- სოციალურ საწარმოში დასაქმებულია სოციალურად დაუცველი ჯგუფების 5 ადგილობრივი წარმომადგენელი (უპირატესად ქალბატონები და შშმ პირი)
- “ლურჯი ალავერდის” ფუნქციონირება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს და ავითარებს მომსახურების სტანდარტებს სტუმარ-მასპინძლობის სფეროში
- სოციალურ საწარმოში დანერგილი სტაჟირების მოდელის ფარგლებში გადამზადებულია 2 ახალგაზრდა გოგონა
- სწავლება-გადამზადების გზით, “ლურჯი ალავერდი” ხელს უწყობს ახალგაზრდებში კონკურენტული უნარების განვითარებასა და შემდგომ პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირებას
- სოციალური საწარმოს ჩართულობით, მცირე ფერმერები იღებენ სფეროს შესაბამის ინფორმაციას, რათა გაიუმჯობესონ ცოდნა და დამოუკიდებლად შეძლონ, მეტი და სტაბილური შემოსავლების მიღება
საკონტაქტო ინფორმაცია
- მისამართი: სოფელი ალავერდი, ახმეტის მუნიციპალიტეტი
- ელ-ფოსტა:nkareli@bridge.org.ge
- ტელ.:+995 591 111 977
- Facebook:https://www.facebook.com/pg/Alaverdi-Blue-ლურჯი-ალავერდი