საქართველოს სოციალურ
საწარმოთა ალიანსი



ახალი მზიური

სერვისები

ახალი მზიური

მზიურის კაფე

სოციალური საწარმოს შექმნის ისტორია

2016 წელს, ა(ა)იპ „მზიანის“ პროექტ „ახალი მზიურის“ ფარგლებში, საჯარო და კერძო სექტორის უპრეცედენტო მხარდაჭერით, შეიქმნა სოციალური საწარმო „მზიურის კაფე“, რომლის ფარგლებში სრულიად განახლდა და აღიჭურვა  კაფეს ისტორიული შენობა და მიმდებარე საზოგადოებრივი სივრცე, რომელიც მოიცავს ამფითეატრს და ბავშვთა სათამაშო მოედანს.

„კაფე მზიურმა“ ნელ-ნელა მოიპოვა განსაკუთრებული ადგილის სტატუსი, რომელსაც აქ მომუშავე ადამიანები, ერთგული სტუმრები და განსხვავებული, მხოლოდ მზიურისთვის დამახასიათებელი გარემო ქმნის.

სოციალური საწარმოს მისია და მიზნები

ჩვენი მისიაა, შევქმნათ ყველა შესაძლებლობის მქონე ადამიანისთვის ხელმისაწვდომი  კაფე, რომელიც არის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საკითხების მხარდამჭერი და ინიციატორი. 

სოციალური საწარმოს პროდუქცია/სერვისიები

„მზიურის კაფე“ მომხმარებელს სთავაზობს:

  • ადაპტირებულ სოციალურ კაფეს ქალაქის ცენტრში, რეკრეაციულ ზონაში;
  • კვების მიწოდების სერვისს სხვადასხვა ღონისძიებებზე;
  • ღონისძიების გასამართ შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილ, ადაპტირებულ სივრცეს.

სოციალური შედეგები

„მზიურის კაფე“ სრულად ადაპტირებული დაწესებულებაა, რომელიც თავისი მიმდებარე ინფრასტრუქტურით უკლებლივ ყველა ასაკისა და შესაძლებლობის ადამიანის საყვარელი თავშეყრის ადგილია;

  • საწარმოში დასაქმებულია 16 პირი;
  • არსებობის მანძილზე „მზიურის კაფემ“  90 000-მდე ვიზიტორს უმასპინძლა;
  • პროექტ „ახალი მზიურის“ ფარგლებში გაიმართა 500-ზე მეტი შემეცნებითი ღონისძიება;
  • განახლებული კაფეს საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებით დაფინანსდა ისეთი შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები, რომელიც მზიურს ნებისმიერი შესაძლებლობის ადამიანებისათვის, ურთიერთობის, შემოქმედებისა და შემეცნების სივრცედ გადააქცევდა და ამგვარად  მზიურის იდეის მიმართ გაზრდიდა საზოგადოებრივ ინტერესს.

საკონტაქტო ინფორმაცია

  • მისამართი: ჭავჭავაძის 23, თბილისი, საქართველო.
  • ელ. ფოსტა: axalimziuri@gmail.com
  • ტელ.: +995577687575
  • ვებ-გვერდი: www.cafemziuri.ge 
  • Facebook: https://www.facebook.com/cafemziuri/

Facebook:https://www.facebook.com/pg/Alaverdi-Blue-ლურჯი-ალავერდი


Contact Information