ეკომარტი
სერვისები
ეკომარტი
სოციალური საწარმოს შესახებ
სოციალური საწარმო ეკომარტი დაფუძნდა 2020 წლის მაისში. ეკომარტის ინიციატივა ეკუთვნის ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციალცია "ელკანას".
სოციალური საწარმოს მისია
სოციალურ საწარმო ეკომარტის მისიაა, "ელკანას" შიდა კონტროლის სისტემისა და ბიოსერტიფიკატის მქონე ფერმერების პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობა და ბიო მეურნების შესახებ საზოგადოების ცნობადობის ამაღლება.
სოციალურ საწარმოს პროდუქცია/სერვისი
ეკომარტი მომხმარებელს სთავაზობს ერთიან ონლაინ პლატფორმაზე შეიძინონ ბიოსტანდარტის მქონე პროდუქცია. ასევე, პლატფორმის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს მიტანის სერვისით.
ეკომარტზე შეგიძლიათ შეიძინოთ:
- საკვები პროდუქტები;
- სასმელი;
- სამკურნალო მცენარეები;
- თავის მოვლის საშუალებები;
- ეკო-მეგობრული ნივთები;
- ცხოველების მოვლის საშუალებები.
სოციალური შედეგები
- ეკომარტს, დაფუძნების დღიდან გაეცნო 60,000-მდე მომხმარებელი, ხოლო დეტალური ინფორმაცია მიიღო 11,000-მდე მომხმარებელმა.
- საწარმოში არასრული განაკვეთით დასაქმებული 3 პირი.
საკონტაქტო ინფორმაცია
- Tel: +995599969014
- Email: info@ecomart.ge
- მისამართი: გაზაფხულის ქუჩა #61, თბილისი, საქართველო
- Web: www.ecomart.ge