საქართველოს სოციალურ
საწარმოთა ალიანსი


ვებინარი

ვებინარი

17 ივლ

 

ვებინარი: სოციალური საწარმოების სამუშაო შეხვედრა

16 ივლისს გაიმართა ონლაინ შეხვედრა სოციალური საწარმობის წარმომადგენლების მონაწილეობით.

შეხვედრის მთავარი მიზანი, იყო საქართველოში მოქმედი სოციალური საწარმოების აწარმომადგენლებს ემსჯელათ სოციალური საწარმოების განვითარების სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბებაზე, სამოქმედო გარემოს მდგომარეობაზე:დადებით ფაქტორებზე, რომელიც ხელს უწყობს სოციალური საწარმოების განვითარებას ქვეყანაში და ასევე, გამოწვევები, რომელიც აფერხებს სოციალური საწარმოების უფრო ეფექტურ ფუნქციონირებას და მდგრადი, პოზიტიური შედეგების მიღწევას.

შეხვედრას დაესწრო 23 მონაწილე.

შეხვედრის მომხსენებლებმა ისაუბრეს სოციალურ საწარმოთა ალიანსისა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიმდინარე საერთო პროექტზე, რომელიც არასამეწარმეო სამართლის საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

ასევე, მონაწილეები გაეცნენ მიმოხილვას/კვლევას "სოციალური საწარმოები საქართველოში", რომელიც პროექტის ფარგლებში მომზადდა, ეკა დათუაშვილის მიერ.

მიმოხილვის ნახვა შესაძლებელია აქ.

მონაწილეებმა იმსჯელეს სოციალური მეწარმეობის განვითარების ტენდენციებზე საქართველოში და სახელმწიფოს მხრიდან მხარადმჭერი მექანიზმის არსებობის მნიშვნელობაზე.

სამუშაო შეხვედრა გაიმართება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტისა და სოციალურ საწარმოთა ალიანსის ორგანიზებით, „სოციალური საწარმოების ინიციატივა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება არასამეწარმეო სამართლის საერთაშორისო ცენტრის (ICNL) ფინანსური მხარდაჭერით.