საქართველოს სოციალურ
საწარმოთა ალიანსი


ჩვენ შესახებ

ალიანსის შესახებ

სოციალურ საწარმოთა ალიანსი წარმოადგენს სოციალური საწარმოების ქოლგა ორგანიზაციას, რომლის მთავარი მისიაც სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი ეკოსისტემის ჩამოყელიბებასა და განვითარებაში მდგომარეობს.

სოციალური მეწარმეობის 2015 წლის ფორუმზე, რომელიც ყოველწლიურად ტარდება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, მონაწილე სოციალური მეწარმეების მიერ გამოითქვა სურვილი ალიანსის დაფუძნების შესახებ. აქედან გამომდინარე, 2016 წლის 8 ნოემბერს, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში, საქართველოში სფეროს განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაციის, სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა და 6 სოციალური საწარმოების მიერ დაფუძნდა ა(ა)იპ „სოციალურ საწარმოთა ალიანსი“.